Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი

უცხო ენა ჩვენს ცხოვრებაში
პროექტის სახელწოდება:უცხო ენა ჩვენს ცხოვრებაში. 
პროექტის მთავარი იდეა:ეს თემა აქტუალურია ჩვენს ჩხოვრებაში.ხშირად უძნელდებათ ბავშვებს რამდენიმე უცხო ენის ერთად შესწავლა.მთავარი იდეაა დავაინტერესოთ   ბავშვები,რათა უკეთ ისწავლონ უცხო ენა.
                                                  პროექტის აქტუალობა:ისმევა კითხვა, რატომ ვსწავლობთ უცხო ენას?აქტუალურია ჩვენთვის რომ ვიცოდეთ უცხო ენა.ამას დაწყებითი საფეხურიდანვე ვიწყებთ და ვცდილობთ დავეუფლოთ რამდენიმე ენას მშობლიურ ენასთან ერთად.
                                პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია დავაინტერესოთ ბავშვები სხვა ქვეყნის კულრურით,ტრადიციებით და ისტორიით.გაუჩნდეთ ბავშვებს სურვილი იმეგობრონ უცხოელებთან და იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში.ენას რომ დაეუფლებიან,ეს უფრო სახალისო იქნება მათთვის.ამასთანავე შეადარონ  ჩვენი მშობლიური ენა სხვა უცხო ენებს,რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის.ამით უფრო ვაღრმავებთ ცოდნას.გვაქვს ბევრი ცნობილი ნაწარმოებების თარგმანები სხვადასხვა უცხო ენებზე,რომლებიც საზღვრებს გარეთაა გასული.
„უცხო ენა“–განსაკუთრებით ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში რადგან გვეხმარება კომპიუტერის უკეთ შესწავლაში.
პროექტში მონაწილეობდნენ მეათე და მეთერთმტე კლასელები.
პროექტზე მუშაობდნენ ერთი კვირის განმავლობაში.
მოსალოდნელია პროექტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს უფრო გაუღვივდებათ ინტერესი უცხო ენის შესწავლის მიმართ და მეტი ენთუზიაზმით მოეკიდებიან ამ საქმეს.
პროექტის მსვლელობისას მნიშვნელოვანია პროექტის დაგეგმვა,თუ რა პრობლემა უნდა განვიხილოთ,შემდეგ მომზადება თუ რა რესურსებს გამოვიყენებთ.განხორციელება,წარდგენა და შეფასება.
საჭირო ძირითადი რესურსებია:ფაილები,მარკერი,პორთფოლიო,კომპიუტერი.
პროექტის ხელმზღვანელი:თამარ გელაშვილი.
ელ.ფოსტა:tamunagelashvili5@gmail.com